LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მსოფლიო წესრიგი: მუნდიალზე ადგილები დარიგდა

47

ფიფას ბიუროს საბჭოზე, პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო 6 კონფედერაციის ხელმძღვანელებს ციურიხში შეხვდა და 2026 წლის მუნდიალის საკითხი განიხილეს.

მოგეხსენებათ, 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 48-მდე იზრდება. შესაბამისად, კონფერედერაციებს ადგილი ემატებათ და საუბარიც სწორედ ამაზე იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რატიფიცირება კი 9 მაისს მანამაში (ბაჰრეინი) მოხდება.

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კონფედერაციებმა ასეთი კვოტები მიიღეს:

ევროპა: 16 გუნდი

აფრიკა: 9 გუნდი

აზია: 8 გუნდი

ჩრდილოეთ ამერიკა: 6 გუნდი

სამხრეთ ამერიკა: 6 გუნდი

ოკეანეთი: 1 გუნდი

მასპინძელი ქვეყანა ავტომატურად მოიპოვებს მუნდიალის საგზურს, თუმცა ის საგზურს საკუთარი კონფედერაციის კვოტადან მიიღებს. დარჩენილი ორი საგზურის მფლობელის ვინაობა კი, პლეი-ოფის საშუალებით გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები