LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ქართული ღვინის კომპანია ”შილდა” ჩინეთში 5 მილიონ ბოთლ ღვინოს გაიტანს

992

ახალმა ქართულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანია “შილდამ” ჩინურ მხარესთან რეკორდული მოცულობის კონტრაქტი გააფორმა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩინური ღვინის იმპორტიორი კომპანია “შანხაი სციფან თრეიდინგი” “შილდასგან” 5 მილიონ ბოთლ ღვინოს შეიძენს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ეს გარიგება უპრეცედენტოდ მასშტაბურია, ვინაიდან თითქმის უტოლდება 2016 წელს საქართველოდან ჩინეთის ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მთლიან მოცულობას. მათივე ინფორმაციით, “შილდასა” და “შანხაი სციფან თრეიდინგს” შორის ხელშეკრულებას ჩინეთში ხელი მიმდინარე წლის 11 იანვარს მოეწერა.

ცნობისთვის, კავკასიონის ქედთან მდებარეობს სოფელი შილდა რომლის სახელას ატარებს ბრენდი. სწორედ აქ ფლობს კომპანია ორ ჰექტარზე გაშენებულ საწარმოს, რომელიც აღჭურვილია უახლესი და თანამედროვე იტალიური დანადგარებით, ლაბორატორია ი ფრანგული ტექნოლოგიებით მოეწყო.

სოფელ შილდაში ღვინის ახალი საწარმოს აშენება 2015 წლის აპრილში დაიწყო. 2016 წელს კი კომპანიამ პირველი მოსავალი მიიღო. ამ ეტაპზე „შილდა“14-ზე მეტ ღვინის სახეობასა და საკონიაკე ბრენდებს აწარმოებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები