LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახაშენში 41 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება

71

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში, პროგრამას უკვე 38-ე ბენეფიციარი ჰყავს. გურჯაანის რაიონ, სოფელ ახაშენში მაღალი სტანდარტების შესაბამისი 41 ნომრიანი სასტუმრო „ახაშენი რეზორტი“ გაიხსნება.

სასტუმრო მშენებლობა ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე იგეგმება, რომელიც მიმზიდველი ლოკაცია იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის. 41 ნომრიან სასტუმროში, სადაც პირველ ეტაპზე 35 ადამიანი დასაქმდება, განთავსებული იქნება მაღალი დონის რესტორანი. ამასთან, თითოეულ ვიზიტორს საშუალება ექნება, ისარგებლოს საკონფერენციო დარბაზით და საცურაო აუზით.

ახალი სასტუმრო, რომელიც 2018 წლის მარტის თვიდან ამოქმედდება, მიზნად ისახავს საქართველოში ღვინის გზის მიმართულებით ტურიზმის განვითარებას და წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  5 520 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები