„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ტრადიციულად, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.
