LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: “მოყვეს რას აკეთებდა 2012 წლამდე ეს თმა გაპუწული გოგლი-მოგლი ბიჭი “

103

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ელისაშივილმა განცხადება დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

„მოვითხოვ ამ ყმაწვილმა მომიხადოს საჯაროდ ბოდიში მე და ჩემს თანამოაზრეებს, რომლებიც ვიბრძოდით წლები. მეორე მოთხოვნაა, დაჯდეს და მოყვეს რას აკეთებდა 2012 წლამდე, ეს თმა გაპუწული გოგლი-მოგლი ბიჭი. თუ ამ ბიჭს არ ეყოფა გამბედაობა, ოცნების სხვა ლიდერებმა მოიხადონ ბოდიში.“

ელისაშვილი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ მას არ ახსოვს გიგი უგულავას მერობის დროს, 2012 წლამდე, ალეკო ელისაშვილს დედაქალაქში არსებული პრობლემები გაეპროტესტებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები