LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კადრები რომ ვნახე, უფრო დავიძაბე, მაგდენი თუ მომხვდა არ მახსოვდა” – ალეკო ელისაშვილი

163
ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

„ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა“ – ვახტანგ გომელაური

როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა,   გამოკითხვა ფორმალობა იყო. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ არ სჯერა, მისი ცემის საქმის სამართლიანად გამოძიების:

„წყალწყალა პროცედურაა. ამათი გამოძიება არ გაიშვა. კანონმდებლობას პატივს ვცემ და ამიტომ ამ ფორმალობასაც დავიცავ, გავყვები [გამოძიებას], თორემ გამოძიება თუ უნდათ, არსებობს კადრები, სადაც ყველაფერი ხელის გულზეა, სახეები ჩანს… ეს იყო გაჩაღებული ცემა-ტყეპა, სადამსჯელო ოპერაცია. მშიშარა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა ჩემთვის პასუხი დაებრუნება, პოლიციელები დამასია თავზე, ბოდიშს ვიხდი, ისინი პოლიციელები არ არიან, ვინც მე მირტყამდა ისინი არიან „ძაღლობა”, საბჭოთა დროს რომ პოლიციას ეძახდნენ, იმათი მენტალური შთამომავლები არიან ესენი, თორემ მე პოლიციელებს პატივს ვცემ, კანონის დამცველ პოლიციელებს, მაგრამ რა კანონს იცავდნენ ესენი? კადრები რომ ვნახე, უფრო დავიძაბე, მაგდენი თუ მომხვდა არ მახსოვდა… 18 წლიანი მუხლია, ჯგუფური დანაშაულია, უფლებამოსილების გადამეტებაა, მარა აგერ ნახავთ გამოაძვრენენ” – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, 17 აპრილს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ:

„იყვნენ აბსოლუტურად დაუნდობლები, ძირს ვეგდე და მირტყამდნენ პირდაპირ წიხლებს და მუხლებს”, – განაცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებთან.

ელისაშვილი: „ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით, დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები