LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ყველაფერი რაც ევროპულია, ჩვენ გვიკავშირდება – ახლა არჩევანია ლაჩარ, სახედაკარგულ ალეკო ელისაშვილს, მის მიმდევრებსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის“

175
ნინო წილოსანი და ალეკო ელისაშვილი

„ყველაფერი რაც ევროპულია, ჩვენ გვიკავშირდება – ევროკავშირში ასოცირებაც, კანდიდატის სტატუსიც, ადამიანის უფლებების დაცვაც და ყველაფერი. დაბადებულიყვნენ ეს ახალგაზრდები თქვენი მმართველობის დროს და მათი მშობლები და თანატოლები რომ ტერორის და ჩაცხრილვის მსხვერპლი იქნებოდნენ, ევროპაზე ვეღარ იოცნებებდნენ“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო წილოსანმა საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „დღეს არჩევანი გამჭვირვალობის კანონის მასშტაბს სცდება, ვინაიდან ახლა არჩევანია „ლაჩარ, სახედაკარგულ ალეკო ელისაშვილს, მის მიმდევრებსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის“.

თუ ერთი ადგილი გაქვს, პირდაპირ მიდი – ის კაცუნაა.. კინტოს იარლიყი მთელი ცხოვრება ექნება – ზარქუა ელისაშვილზე

„ახლა არჩევანია ვის ანდობთ თქვენს ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში, როცა ოპოზიცია პოლიტიკურ ტერორისტად არის ქცეული, როცა არასამთავრობოებად გასაღებული ადამიანები პოლიტიკაში გვევლინებიან, „ნაცი“ თარჯიმანიც კი ისეთი გაყეყეჩებული და ამპარტავნებით სავსეა, რომ გერმანიის კანცლერის სიტყვებს თავისი ინტერპრეტაციით თარგმნის“, – განაცხადა ნინო წილოსალმა.

როგორც მანვე აღნიშნა, ოპოზიციამ ამ დღეებში ფაქტებით მანიპულირების, „სიცრუის საოცარი მასშტაბით გავრცელების, „ფეისბუქზე“ სიმართლის დაბლოკვის და გაუმჭვირვალობის, ძალადობის გამოვლინების და მისი წახალისების „საუკეთესო მაგალითები“ აჩვენა“:

„ალეკო ბერბიჭაშვილი“ მთელი ოპოზიციის და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა. გუშინდელი ექსტრემიზმის შემდეგ, ვისაც ლაშა ბუღაძე მწერალი გეგონათ, სადისტური ნეტარებით ძალადობის გამმართლებელი აღმოჩნდა. ეკა კვესიტაძე და მისი მიმდევარი ყველაზე „ფეიკი“ ჟურნალისტები ფაშისტური ოვაციებით გამოდიოდნენ ამ ექსტრემიზმის მოსაწონებლად.

ასევე ნახეთ

„არ ახსოვს, ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად და ქათმურად მიპაროდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყას.“

მელია-გვარამიას კომენტირებაც არ სჭირდებათ, ძალადობრივი შინაარსის ადამიანების კლასიკაა. ეს ადამიანები ისევე დაგვლეწავენ, დაგვასახიჩრებენ, მოგვკლავენ და დაგვატერორებენ, როგორც ამას სულ ახლახან, ახლო წარსულში აკეთებდნენ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ნინო წილოსანის შეფასებით, ამ კანონპროექტის განხილვამ ფაქტობრივად ბურუსი გაფანტა და გაბლარულ პოლიტიკურ ველზე, ყველა სახე კარგად გამოიკვეთა:

„უცბად დალაგდა ყველაფერი, გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა არამხოლოდ პოლიტიკოსებად ქცეული არასამთავრობოების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, ის აშიშვლებს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკურ ფარსს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ვითომ პრორუსულობას აპროტესტებს და საქართველოს ტერიტორიების, ყველა სტრატეგიული ობიექტის რუსეთისთვის მიმყიდველი ადამიანები გმობენ თურმე რუსეთს და ახლა გამოდიან პროევროპულებად;

„სამარცხვინო ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს” – ნინო წილოსანი

სადაც ტელევიზიას – „ფორმულას“, „მთავარს“ და „ტვ-პირველს“ ტელევიზია ჰქვია და პარტიულ რუპორად კი არიან ქცეული; სადაც რადიო „თავისუფლებაში“ სიტყვა „თავისუფლების“ ყველაზე მახინჯ გამოხატულებას პოულობს;

სადაც ხატია დეკანოიძე ტერმინზე – „უცხოური ძალის გავლენა“ ამბობს, რომ სტიგმატიზებას იწვევსო; ნინო ლომჯარია ომბუდსმენი იყო, 11 წლის ბავშვი გამოჰყავს პოლიტიკურ მიტინგზე და ამით აპელირებს, თავის პოლიტიკურ ვნებებს იცხრობს და ბავშვის უფლებების დამცველები კი სიტყვას არ ამბობენ;

სადაც ნატო ჩხეიძე წინა მოწვევაში აქ რომ ვისხედით, რუსეთს ეახლებოდა და ახლა თქვენთან ერთად პრორუსულობას გვაბრალებს. ვის მოატყუებთ ამით, მეგობრებო? ახალგაზრდებს?!“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

პოპულალურები