LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია სიჭინავა: „სულ არ მაინტერესებდა ვის საიდან და რისთვის ერიცხებოდა ფული, მაგრამ უკვე მაინტერესებს ! ეს ცალკე შოუ იქნება როგორც ვატყობ ! არ შევიტენი ლგბტ პროპაგანდას ! მე მივდივარ აქციაზე, რადგან ჯერ ჩემი დროშაა !“

320
ხატია სიჭინავა

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ კი ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის ირგვლივ შექმნილ პროტესტეს ეხმაურება და პარალელს წინა ხელისუფლების დროს მიმდინარე აქციებთან ავლებს.

როგორც იგი საკუთარ პოსტში აღნიშნავს, აპირებს შეუერთდეს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც დღეს, რუსთაველის გამზირზე გაიმართება და იქვე მიუთითებს, რომ „ჯერ მისი დროშაა“:

„29 აპრილს, ძალიან კარგად დაინახავს მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას“ – ზურა ხაჩიძე

„ორი მეზობლიდან, როცა ერთი აგრესიულია და ძალადობით ცდილობს ეზოში თავისი ღობე ჩაგიდგას, ხოლო მეორე მეგობრობას გეფიცება, მაგრამ ულტიმატუმს გიყენებს და თითს გიქნევს, მე როგორც მინდა ისე იცხოვრე, თორემ ჭიშკარს აგიჭედავო.

ამ ორს შორის თუ ყველაზე პატარა სახლი მე მაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმეს თავს დავუხრი და შიშით ან ფულის სუნზე, ღირსებააყრილი, თავდახრილი და დამონებული დავნებდები !

თუ ჩემი პატარა საქართველოს სიმტკიცისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის, მისი ღირსებისთვის, იძულებული ვიქნები მეზობელთან გადასასვლელად ფურცელი ამიფრიალონ, დაე !

ასევე ნახეთ

„მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით“.

თუ ჩემი პატარა საქართველოსთვის, 300 მიდიოდა 300 000 ის წინააღმდეგ, ადრე თუ გვიან აგრესიულ მეზობელსაც მოვუგრიხავ კისერს ! თუ ჩემი პატარა საქართველოს ღირსებისთვის, გააზრებულ სიკვდილზე მიდიოდნენ ჩვენი წინაპრები, არ დავაჩოქებ !

არ შევიტენი ლგბტ პროპაგანდას ! არ ჯდება ის ჩემს მენტალიტეტში ! შეგიძლიათ ჰომოფობი კი არა, რამე ახალი სლენგი მოიფიქროთ და მეძახოთ !

არ მიმაჩნია სწორად, მიშა, რომელმაც კლასელებზეც კი შური იძია, როცა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, უამრავი ოჯახი გააუბედურა და უამრავი ადამიანი გაისტუმრა იმ ქვეყნად, ჩემი მდიდარი მეზობლის სამიზნე იყოს და მის თავისუფლებას კი არ მთხოვდეს, მოითხოვდეს !

ვიდეო: „არ გვინდა, მამაკაცები გათხოვდნენ…“, „რუსული გაზი გინდათ, პური გინდათ და ეს არ გინდათ…“ – რას აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგიონებიდან თბილისში, „ქართული ოცნების“ შეკრებაზე მოდიან

სულ არ მაინტერესებდა ვის საიდან და რისთვის ერიცხებოდა ფული, მაგრამ უკვე მაინტერესებს ! ეს ცალკე შოუ იქნება როგორც ვატყობ !

რაც შეეხება ახალგაზრდებს, 7 ნოემბერს უნდა მდგარიყავით რუსთაველზე, რომ მიმხვდარიყავით რას გვესროდნენ, როგორ გვცემდნენ და როგორ უმოწყალოდ კლავდნენ ახალგაზრდებს მიშას ზონდერები. თქვენ ზონდერები არ გინახავთ ღორის თავსაბურავით დამიჯერეთ !

მე მივდივარ აქციაზე

რადგან ჯერ ჩემი დროშაა !

და ეს თუ შენს აზრს არ ვიზიარებ, მტერი ვარ, გავიარეთ უკვე. ანტივაქსერიც ვიყავი 2 წელი იცით, არ ჭრის ჩემზე ეგ თქვენი ბულინგი და დამუნათება ! იმიტომ რომ ავტორიტეტი ჩემთვის, ჩემი ქვეყანა და ჩემი თავის უფლებაა და არა თქვენი უკონტროლო აგრესია.

კომენტარებში რომ არ იწვალოთ, 3 მილიონი ევრო გადამიხადეს რომ ჩემი აზრი მქონოდა… მანამდე ვერ ჩამოვყალიბდი“. – წერს ხატია სიჭინავა.