LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„29 აპრილს, ძალიან კარგად დაინახავს მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას“ – ზურა ხაჩიძე

158
ზურა ხაჩიძე

მუსიკოსი ზურა ხაჩიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაგეგმილ „საყოველთაო სახალხო შეკრებასთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ „ძალიან კარგად დაინახავს მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას და იცავს კონსტიტუციას, კანონს კი ჩვენი პოლიცია“.

როგორც ზურა ხაჩიძე აცხადებს, დღეს ჩვენი სუვერენიტეტის და ჩვენი დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი დგას.

„დღევანდელმა პროვოკაციამ გამოიწვია საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, არავის სძინავს დღეს საქართველოში. ძალიან კარგად დაინახავს ხვალ მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას, იცავს კონსტიტუციას, კანონს ჩვენი პოლიცია.

ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი შეკრება. ამ პასუხისმგებლობას გრძნობს ყველა ქართველი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისე როგორც არასდროს, დღეს დგას ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისა და მსოფლიო პოლიტიკაში ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ, ჩვენი სიტყვა უნდა გავაგონოთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქამდე ცოტა ზევიდან გვიყურებდნენ, როგორც დაბალი დონის ქვეყანას“, – განაცხადა ხაჩიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები