LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი ოპოზიციას: „დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“

119
ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს.

ნინო წილოსანი მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებას ეხმიანება და ამბობს, რომ გასული დღეებისგან განსხვავებით, „დღეს უამრავი ადამიანი მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება“.

რუსთაველზე დღეს „საყოველთაო სახალხო შეკრება” გაიმართება – შეკრებილებს მიმართავს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!

საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!

უკვე ერთი კვირაა, თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?

დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“- წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! უკვე ერთი…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024

ცნობისათვის, „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დღეს იმართება. პარლამენტის წინ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.

„ქართული ოცნები“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე სიტყვით გამოსვლები 20:00 საათიდან არის დაგეგმილი. გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ვიდეო: „არ გვინდა, მამაკაცები გათხოვდნენ…“, „რუსული გაზი გინდათ, პური გინდათ და ეს არ გინდათ…“ – რას აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგიონებიდან თბილისში, „ქართული ოცნების“ შეკრებაზე მოდიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები