LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „საზოგადოება მსჯელობს, საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა, რამდენი გამოწვევა აქვს“

118
ნინო წილოსანი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმად, „საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს“, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ეხმაურება.

კაია კალასი: „ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, ეს გვზღუდავს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“

ნინო წილოსანის სიტყვებით, „როდესაც ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს და გიწუნებს პოლიტიკას, ალბათ, ძალიან მარტივია, გააკეთო არჩევანი, სად დგას სიმართლე“.

„უბრალოდ, ჩვენს შეფასებებს რომ არ დავეყრდნოთ, ალბათ, საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა ევროკავშირი როგორც ეკონომიკურად, ასევე გეოპოლიტიკური პოზიციონირებით, რამდენი გამოწვევა აქვს ევროკავშირს როგორც ინსტიტუციას და წევრი სახელმწიფოები, რიგ შემთხვევაში, როგორ აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელიც კაია კალასი და მისი მსგავსი ლიდერები უჭერენ მხარს. ამიტომ როდესაც ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს და გიწუნებს პოლიტიკას, ალბათ, ძალიან მარტივია, გააკეთო არჩევანი, სად დგას სიმართლე, იმასაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესთან, მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია. თუ კაია კალასი ვინმე სხვას მიმართავს და არა ქართველ ხალხს, ესეც გვითხრას. ქართველი ხალხის არჩევანი მან ძალიან კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს,“ – თქვა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა:

„რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, – თქვა კაია კალასმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g