LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია სიჭინავა: „თავი დავიტანჯო იმაზე ფიქრით, ქალური ინტუიციით ვგრძნობ, ქმარი მღალატობს-მეთქი, ამის არც დრო მაქვს და არც ენერგია“

292
ramaz-nozadzenews628-2021-06-28_08-16-59_886482

ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საკუთარ რისკიან ბუნებაზე და ინტუიციაზე ისაუბრა. მისი თქმით, წარმატების მთავარი საწინდარი პოზიტიური განწყობაა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

როგორც მივხვდი, რისკიანი ადამიანი ხარ

„კი, ძალიან რისკიანი ვარ. ვგიჟდები რისკზე და ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა. და, მინდა გითხრათ, არასოდეს გამიკეთებია ისეთი არჩევანი, წამეგო. ხომ ამბობენ, თუ რისკი გიყვარს, წაგებისთვისაც მზად უნდა იყოო. არავითარ შემთხვევაში. თუ რისკიანი ხარ, მომართული უნდა იყო პოზიტივზე და ზუსტად უნდა იცოდე და გწამდეს, რომ ეს გაამართლებს. ამ შემთხვევაში რისკი ამართლებს. მაგრამ, თუ სათუოდ აკეთებ და რისკავ, შენ თვითონ ბლოკავ წარმატებას. შესაბამისად, რისკიც გაუმართლებელია.

მჯერა, რომ ყველანაირ საფრთხეს ამარიდებს უფალი და თუ ასე არ მოხდა, ესე იგი, საჭირო იყო ეს გაკვეთილი მიმეღო. ინტუიციაც გადასარევი მაქვს და თუ ინტუიციურად ვხვდები, ეს არის საჭირო, არც კი ვფიქრობ შედეგზე, ისე ვდგამ ნაბიჯს.

ბევრი ადამიანი ამბობს, ინტუიციით ვგრძნობ, ქმარი მღალატობსო. მე კი ეჭვიანი არ ვარ და თავი დავიტანჯო იმაზე ფიქრით, ქალური ინტუიციით ვგრძნობ, ქმარი მღალატობს-მეთქი, ამის არც დრო მაქვს და არც ენერგია. როცა გიყვარს, ენდობი და შენი ცხოვრებით ხარ დაკავებული, ზედმეტი ფიქრებით თავი რომ არ შეიწუხო, ასე ბევრად ადვილია ცხოვრება. ისე კი, ცხოვრებაში არაფერი მახსენდება ისეთი, რასაც ვნანობ. არ მახსენდება ისეთი ოცნება, რაც არ ამიხდა. დიდხანს ოცნება არ შემიძლია, კეთება მირჩევნია“.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალის „თბილისელები“ N33 ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები