LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე განსხვავებული წამოწყება მაქვს, რამდენიმე განსხვავებული შემოთავაზება…“ – რას ამბობს ნანიკო ხაზარაძე სამომავლო გეგმებზე

311
ნანიკო ხაზარაძე

ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ „იმედიდან“ წასვლის შემდეგ მომავალ გეგმებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ტელევიზიაში დაბრუნებას არ გეგმავს და სავარაუდოდ, მაყურებლის წინაშე ინტერნეტ-სივრცეში წარდგება.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:

– ახლა, როცა „იმედიდან“ წამოხვედი, სხვა ტელევიზიებიდან თუ გაქვს შემოთავაზება ან რა სიახლეებს გეგმავ?

– სიახლეებს, რა თქმა უნდა, ვგეგმავ. სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს, დიდხანს შემიძლია, ვიყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ უსაქმოდ უნდა ვიჯდე. ვგეგმავ ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს მოვერიდები.

„რომ გითხრათ, ვმეგობრობ და ყოველდღე ერთად ვართ, არა, მაგრამ ვკონტაქტობთ…“ – რას ამბობს გია ჯაჯანიძესა და „იმედიდან“ წამოსვლაზე ნანიკო ხაზარაძე

არა­ფერს არ ვნა­ნობ ცხოვ­რე­ბა­ში. რა­ტომ მოხ­და, რაც მოხ­და, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. უბ­რალოდ ვიცი, რომ მოხ­და..

– იქნებ ის მაინც თქვა, ეს ტელევიზიას უკავშირდება თუ სოციალურ ქსელს?

– ტელევიზიას, მე მგონი, არ მივუბრუნდები, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. თუმცა, ნათქვამია – არასოდეს თქვა არასოდეს. კიდევ ვამბობ, ახლა, ამ ეტაპზე, ნამდვილად არ მივუბრუნდები ტელევიზიას, იმიტომ კი არა, რომ არ მიყვარს ეს სფერო, პირიქით, სახლივითაა – სადაც კამერებია, ის გარემო ყველაზე კომფორტულია ჩემთვის.

თუმცა, ამ ეტაპზე ტელევიზიას არ მივუბრუნდები და ალბათ, ინტერნეტში მხილავთ.

თუმცა, მეტის თქმისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. სხვათა შორის, პირველად არის ჩემს ცხოვრებაში ეტაპი, როცა ვცდილობ, ჩემს მომავალ გეგმებზე არ ვისაუბრო. ეს არ უკავშირდება არც ცრურწმენას და არც არაფერს, უბრალოდ, თავად მინდა, ბოლომდე გავერკვე. რამდენიმე განსხვავებული წამოწყება მაქვს, რამდენიმე განსხვავებული შემოთავაზება და ვნახოთ, რომელს ავირჩევ. თუმცა, რომელიმეს რომ აუცილებლად ავირჩევ, ფაქტია.

– იყო შანსი, რომელიც ვერ გამოიყენე, ხელიდან გაუშვი და ახლა ნანობ?

– არ ყოფილა მომენტი, შანსი ხელიდან გამეშვა და ახლა ვინანო. ყველაფერი ისე მარტივად გადადიოდა ერთიდან მეორეში – ტელევიზიების ცვლა, პროექტების დახურვა, ახლის გაცვლა… ისე ხდებოდა, ეს მომენტები ერთი წამითაც კი არ აღმიქვამს სტრესად. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერად მიდიოდა და პირიქით. მადლობელი ვარ, ყველა იმ მოვლენის, მათ შორის ცუდისაც, რომელმაც განმავითარა.

მე ვარ ძალიან ფიცხი ადამიანი და სულ ვცდილობ, ამ მხრივ ჩემს თავზე ვიმუშაო. ჩემი სიფიცხისა და პირდაპირობის გამო ჩემთან კონტაქტი ცოტა მძიმეა. სხვა ადამიანი ვხდები და შემიძლია, ამ დროს ყველაფერი ერთად მივახალო ადამიანს. შეიძლება, რაღაც პერიოდში ადამიანებისთვის მიტკენია გული, მაგრამ მე რომ ეს არ მექნა, სხვაანაირად არ გამოვიდოდა და არც ვნანობ. ამ ყველაფრის გარეშე მე ამ გზას ვერ გავვლიდი. სულ ვამბობ, მადლობა ჩემს ხასიათს, რომ არა ის, ალბათ, შეჭმული ვიქნებოდი თავიდან ფეხებამდე, ვიღაცა აუცილებლად გადამყლაპავდა. რაღაცნაირად, ჩემმა ხასიათმა განაპირობა ეს უწყვეტი, დიდი გზა ტელევიზიაში, ეს იყო ჩემი თავდაცვის მარტივი იარაღი.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალის „თბილისელები“ N33 ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები