LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა, მართლა ყველაფრის ღირსები ვართ… მოიკრიბეთ გონება, ხალხს აჩვენეთ, როგორ შეიძლება, რომ ერთად იდგეთ…“ – გიორგი გიგაშვილი

138
გიორგი გიგაშვილი

პიანისტი გიორგი გიგაშვილი, რომელიც აქტიურად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ, სოციალურ ქსელში ავრცელებს მორიგ პოსტს, რომლის მთავარი ადრესატი ოპოზიციაა.

„ამ მთავრობისგან დაპირებების ხალხისთვის თავზე გადახევას უკვე ბოლო არ უჩანს“ – გიორგი გიგაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

„ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა, მართლა ყველაფრის ღირსები ვართ და არაფრისთვის ბრძოლა აღარ ღირს.

თქვენ თუ საკუთარ თავებს ვერ ახტებით, თქვენც რუსულ საქმეს აკეთებთ.

თუ ვერ ხვდებით მთავარ ღირებულებებს და მთავარ ამოცანას – წავიდეს ეს მატყუარა და მოღალატე პარტია, არც უკეთესობისკენ ცვლილების ღირსები ვართ.

მოიკრიბეთ გონება ოპოზიციურო პარტიებო, არ დაკარგოთ ხმები და ხალხს აჩვენეთ, როგორ შეიძლება, რომ ერთად იდგეთ და უბრალოდ გადაწონოთ ხმების უმრავლესობით ეს რუსული პარტია არჩევნებზე.

ცოტა გონს მოეგეთ და საკუთარი ეგო გვერდზე გადადეთ“, – წერს გიორგი გიგაშვილი.

ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა, მართლა ყველაფრის ღირსები ვართ და არაფრისთვის ბრძოლა აღარ ღირს. თქვენ თუ საკუთარ თავებს ვერ…

Posted by Gigashvili Giorgi on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024