LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ერთი ადგილი გაქვს, პირდაპირ მიდი – ის კაცუნაა.. კინტოს იარლიყი მთელი ცხოვრება ექნება – ზარქუა ელისაშვილზე

223
Untitled design - 2024-04-16T122300.670

იმ კინტოს დაუკვეთეს, რომ ჩაეშალა სხდომა და გააკეთა ის, რაც გააკეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ 15 აპრილს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე ვერ მოისმინა არგუმენტი, რატომ არის ფინანსების გამჭვირვალობა რუსული და დაფინანსების დაფარვა – ევროპული.

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

„ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის.. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა“- მდინარაძე ალეკო ელისაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

„ექვსი საათი ვუსმენდი, რომ ერთი არგუმენტი დაედოთ, რატომ არის ფინანსების გამჭვირვალობა რუსული და დაფარვა ფინანსებისა და დაფინანსების – ევროპული. ვერ გავიგე, ვის არ მოვუსმინე. ბოლოს რა გააკეთეს?! იმ კინტოს, არ ვიცი, რა მიზანი ამოძრავებდა, იმ კინტოს დაუკვეთეს, რომ ჩაეშალა სხდომა და გააკეთა ის, რაც გააკეთა, სამარცხვინო იყო, რაც ვნახეთ. არც მინდა ამის გახსენება.

მიპარვით რომ ჩაარტყა, ეგ არაფერში წერია. ასე მტერს არ ვექცეოდით, რადგან ეს ლაჩრობად ითვლება. ალეკო ელისაშვილი კომენტარის ღირსიც კი არ არის. თუ ერთი ადგილი და შნო გაქვს, პირდაპირ მიდი – გვერდიდან მიეპარა, როცა არ უყურებდა მაშინ, ჩაარტყა და მერე გარბოდა. იმის შნოც არ ჰქონდა, ბოლომდე კაცურად დამდგარიყო. ის კაცუნაა ამ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ და მას კინტოს იარლიყი მთელი ცხოვრება ექნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ვიდეო: „სულ თავში მირტყეს, გამიგდეს.. ყელში ამომივიდა და ჩავცხე“ – ელისაშვილის თქმით, ფიზიკურად მასაც დაუპირისპირდნენ

ალეკო ელისაშვილი: სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით – მეზობლებმა გაყარეს, ველოდები ყველაფერს, რადგან ყველაფერზე წამსვლელები არიან

პოპულალურები