LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის.. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა“- მდინარაძე ალეკო ელისაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

299
Untitled design - 2024-04-15T150937.598

ჯერ ახლა ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის და ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა ეს კაცი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მიცნობს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის განახლების შემდეგ განაცხადა.

„[ოხანაშვილის რეპლიკა: “კაცად წოდებული, თორემ, ვერ დავარქმევთ კაცს] ხო, კაცი, ბრჭყალებში, ცხოვრებაში რომ ვერ გამიბედავდა, ამაზე აღარ არის ლაპარაკი. ყველას ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია, როგორც უმრავლესობის ლიდერს… სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ. და ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მაგრამ მე ახლა მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით. ეს უნდა დამთავრდეს და საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ. პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს აი ამ ვითომ კაცობას და ასეთი ტიპის, მიპარვით, ვითომ ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას სჯობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ აგერ ვხედავთ” – განაცხადა მდინარაძემ ალეკო ელისაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ.

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“ – უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით – ალეკო ელისაშვილი

პოპულალურები