LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „მივმართავ თხოვნით პროკურატურას – მალე ზაფხული მოვა და დაცხება, სიცხეში ტყეებში ხანძრის რისკი იზრდება – მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც შემიკერეთ“

133
ალეკო ელისაშვილი

„მივმართავ თხოვნით პროკურატურას: მალე ზაფხული მოვა და დაცხება, სიცხეში ტყეებში ხანძრის რისკი იზრდება – მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ჩემი მორიგი სასამართლოა და აქვე მივმართავ თხოვნით პროკურატურას – მოგეხსენებათ მალე მოვა ზაფხული და დაცხება. სიცხეში იზრდება ტყეებში ხანძრების რისკი. მერე რომ არც თქვენ იწვალოთ და არც მე, თაკარა მზეში დაკითხვებზე და სასამართლოზე რომ არ მატაროთ, მოდით საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც შემიკერეთ. სადაც ორი, იქაც ბარემ სამი. თქვენი რა მიდის. ეს შეთავაზება ზაფხულამდეა ძალაში!” – წერს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილი გასული წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ალეკო ელისაშვილი: „დაკავებისას 4 საათი მქონდა ზურგს უკან ხელბორკილები, საპატიმროშიც ნახეს ხელები რა დღეში მქონდა, სისხლი მომდიოდა, კიდევ მრავალია, მაგრამ სადაა სამართალი“

ვიდეო: „ალეკო ელისაშვილი 4 მაისს საქალაქო სასამართლოს სავენტილაციო მილზე ავიდა, სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო, ჩავიდა კიბეებზე და სარკმლიდან არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, შედეგად გაჩნდა ხანძარი“ – პროკურატურა

მას ბრალი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს. 2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურის მტკიცებით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g