LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით – მეზობლებმა გაყარეს, ველოდები ყველაფერს, რადგან ყველაფერზე წამსვლელები არიან

304
BeFunky-collage

„ეგრევე სახლში მოვარდნენ, ნიღბებით, 3-4 ვიღაცა ბავშვი იყო. ძალიან ცუდი, რომ ასეთ ასაკში ასეთ რამეს ასრულებენ. დაიწყეს მოხატავა და რეაქციაც კი ვერ მოვასწარი, მეზობლებმა კინწისკვრით გაყარეს,“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეებიის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მის სახლთან რამდენიმე ნიღბიანი არასრულწლოვანი მივიდა.

„არც ძველი ბიჭი ვყოფილვარ არასდროს და არც ხულიგანი. ამომასხა, თვალებში ვუყურებდი ფილიპე მახარაძეებს, სერგო ორჯონიკიძეებს, მიხა ცხაკაიებს, რომლებიც ასე უტიფრად, დემაგოგიურად მიგვათრევენ რუსეთში და როცა არგუმენტს ეუბნები უტიფრობას გვპასუხობენ.

ეგრევე სახლში მოვარდნენ, ნიღბებით, 3-4 ვიღაცა ბავშვი იყო. ძალიან ცუდი, რომ ასეთ ასაკში ასეთ რამეს ასრულებენ. დაიწყეს მოხატავა და რეაქციაც კი ვერ მოვასწარი, მეზობლებმა კინწისკვრით გაყარეს. ველოდები ყველაფერს, ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ არ მეშინია. გიჟი არა ვარ. ახლა არის არჩევანი – საქართველო იქნება თავისუფალი ქვეყანა, თუ შეგვათრევენ რუსეთში. ამას როგორც შემეძლო წინ აღვუდექი და როგორც შემეძლება წინ აღვუდგები,“ – თქვა ელისაშვილმა „მთავარ არხთან“.

ცნობისთვის, ურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენდა, ხელი გაარტყა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები