LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამარცხვინო ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს” – ნინო წილოსანი

174
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილი

მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება”, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

წილოსანი წერს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა, „ამის საპირისპიროდ, კი აქცია ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა“. მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი „პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს.”

პრეზიდენტი: საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ დაუშვებს!

„სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა, ამბობდა რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს. ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს, აქციაც ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა.

ეს პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული პირი, რომელიც ადგილს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიფარა, პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს მის ქმედებებში ახალი თავია“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ აქციის პარალელურად  X-ზე დაწერა, რომ „საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება“: „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!“, – დაწერა  X-ზე  პრეზიდენტმა.

„გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ პროფესიონალურად იქცევა პოლიცია… სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა, ასევე საჭირო გახდა ზოგიერთი მოძალადის დაკავება“ – შალვა პაპუაშვილი

სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა, ამბობდა რომ პოლიცია და…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on Tuesday, April 16, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები