LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავ როგორც ქალს, როგორც დედას“ – ნატა ვიბლიანის მიმართვა მარიამ კუბლაშვილს

808
2026-07-30_00-52-52_782135

დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეომიმართვები, რომლებშიც მოქალაქე ნატა ვიბლიანი მასზე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობაზე ჰყვება – ნატა ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

აღნიშნულის შესახებ ნატა ვიბლიანმა თავდაპირველად ისაუბრა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“.

აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა.

23 ივლისს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს“, მოგვიანებით კი ადვოკატმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა მან მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესების დაცვა.

„საზოგადოებისათვის საქმის სრული სურათი ჯერ ცნობილი არ არის“ – მარიამ კუბლაშვილის პირველი საჯარო განცხადება გახმაურებულ საქმეზე

„ჯიმშერ ვიბლიანი არის სვანეთის სირცხვილი, რომელსაც გვართან ურთიერთობის, საკუთარ ოჯახთან ურთიერთობის არ რცხვენია.

მე პირადად მის ადვოკატს მივმართავდი, როგორც ქალს, როგორც დედას, ქალების მიმართ იყოს სოლიდარული და მოძალადე კაცებს არ მისცეს მოტივაცია, რომ ჩაიდინონ ასეთი დანაშაული…

ასეთი ქალბატონები არიან მოტივაციის მიმცემი, რომ ვიღაცა გამოუჩნდება და ფულით დაიცავს… და ეგ არის სირცხვილი.

მთელი საქართველოს, მთელი მსოფლიოს ქალბატონები დგანან ჩემ გვერდით, მიჭერენ მხარს, მიცხადებენ სოლიდარობას და გამოდის ქალი და იცავს დამნაშავეს“,- აცხადებს ნატა ვიბლიანი.

ადვოკატი: ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი, ჩატარებულია ჩხრეკები – უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი ოფიციალურად დაზარალებულად ცნობა

„ერთი დღეც არ დამიმალავს…“ – რას ამბობს ნატა ვიბლიანი 50 000 ევროს ჩანაწერთან დაკავშირებით და რას პასუხობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი

„ჩემი შვილი და შვილიშვილი უსაფრთხოდ არიან“ – რას პასუხობს ნატა ვიბლიანი კითხვაზე, რატომ არ საუბრობდა სავარაუდო ძალადობის შესახებ წლების წინ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები