თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ ნატა ვიბლიანმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ ისაუბრა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შესახებ წლების წინ.
„ნატა ვიბლიანის ისტორია და მისი სიმამაცე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტრავმისგან გათავისუფლებასა და სიმართლის თქმას ვადა არ აქვს…“ – ფსიქოლოგი, ნინი დგებუაძე ნატა ვიბლიანის საქმეზე
ნატა ვიბლიანის მიერ საჯაროდ მოყოლილმა მძიმე ისტორიამ, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
თამუნა მუსერიძის კითხვაზე, ბევრი ადამიანი წერდა, აქამდე სად იყოო, ნატა ვიბლიანმა უპასუხა:
„აქამდე სად ვიყავი და ამას არ უნდა ცოტა ძალა, ძალიან ბევრი ვარჯიში დამჭირდა ჩემ თავთან, რამდენჯერ დავიწყე იმდენჯერ გავჩერდი, გამბედაობა არ მქონდა, რაღაცა მაკავებდა და ეს იყო შვილიშვილი და ჩემი შვილი, მის გაბედნიერებას უნდა მოვსწრებოდი და მოვესწარი ამას და როგორ კი დავინახე ბიჭი მყავდა, იმ წუთას დავიწყე იმიტომ, რომ მე მინდა ჩემმა შვილიშვილმა, სუფთა ფურცლიდან, არავინ მისკენ არ გაიშვიროს ხელი იმის შვილიშვილი არისო, მინდა რომ მისი დიდი ბაბუის სახელი იყოს მისთვის ისტორიასავით და არა ის, რომ მაგის ოჯახში მარტო ისეთი ქალები იზრდება და ასეთი ქალები ჰყავდა… ჩემი ბაბუას სახელი იყო სახელოვანი, დღესაც განთქმულია მისი სახელი და ზუსტად ასე მინდა რომ გაგრძელდეს…
ჩემი შვილი და შვილიშვილი უსაფრთხოდ არიან დღეს, იმიტომ რომ ძალიან კარგი სიძე მყავს და უღრმესი მადლობა მას…“ – ამბობს ნატა ვიბლიანი.
