LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ჩვენი პირადი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა, შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო“ – ნუცა ბუზალაძე და ცნობილი ამერიკელი აგენტი, დარენ პრინცი ერთმანეთს დაშორდნენ

10458
ნუცა ბუზალაძე, დარენ პრინცი

მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ცნობილი ამერიკელი აგენტი, დარენ პრინცი ერთმანეთს დაშორდნენ. 

ამის შესახებ დარენ პრინცი სოციალურ ქსელში წერს. ემოციურ მიმართვაში ის ქართველ მომღერალს წარმატებებს უსურვებს:

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ღმერთმა განსაკუთრებული მიზეზით შეგვახვედრა. პირად ცხოვრებაშიც ეს იყო ისეთი რამ, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ველოდით და ის მოგონებები, რომლებიც ერთად შევქმენით, მთელი ცხოვრება გაგვყვება. შენი კარიერა ორივესთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ჩვენი პირადი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. განაგრძე ბრწყინვალება ამ ზაფხულს ევროპულ კონცერტებზე, როგორც იმ ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, რომელიც ხარ. ყოველთვის მეყვარები“, – წერს დარენ პრინცი.

ვიდეო: „საბოლოო შედეგს 1 კვირაში გაჩვენებთ“ – ემზადებიან თუ არა ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი ქორწილისთვის | მომღერალი ქართული ცეკვის რეპეტიციიდან კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები