ქრისტინე იმედაძის ცხოვრებაში სიახლეა. “ზმნის” ინფორმაციით, 42 წლის მომღერალი ცოლად გაჰყვა ნიკუშა დავითაიას. ნიკუშა ჟურნალისტ ნინო თოლორდავას გერია.
ნიკუშას მამა, გიორგი დავითაია ხის სახლების მშენებელი კომპანია – „რესე დეველოპმენტის“ დამფუძნებელია.
გამოცემის ინფორმაციით, ქრისტინეს და ნიკუშას ურთიერთობა დიდ დროს არ ითვლის. წყვილმა ერთმანეთი ოჯახურ გარემოში გაიცნო.
ქრისტინეს დეიდა, ფუფა გოგლიძე ნინო თოლორდავას მეგობარია. შესაბამისად, მომღერალი და ნიკუშა, ოჯახურ შეკრებებსა და წვეულებებზე, არაერთხელ გადაკვეთილან.
ამჟამად ახლადდაქორწინებული ქრისტინე და ნიკუშა, თავიანთ ოჯახებთან ერთად, საფრანგეთში, სენ-ტროპეში იმყოფებიან. მომღერალი დასვენების ამსახველ ფოტოკადრებს გამომწერებს ინსტაგრამით უზიარებს.
ცნობისთვის, ქრისტინე ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. წყვილს ქალიშვილი, 18 წლის ტაისია ჰყავს.
