LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა – „ენგურჰესის“ დირექტორი განმარტებას აკეთებს

973
ენგურჰესი

„ენგურჰესის“ დირექტორი, ლევან მებონია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა „იმერეთის“ 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია.

მისი თქმით, რეჟიმი დაირღვა და ენერგოსისტემა დაიშალა.

„ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი „იმერეთი“…ხაზი გამოირთო, ხაზი არ არის ჩემს განკარგულებაში, ვაერთებთ აგრეგატებს, ძაბვა მივიდა და აღდგება მალე.

ძირითადი დატვირთვა – ენგური უკავშირდება ენერგო სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა – რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ“, – აღნიშნა მან „ტვ პირველთან“ სატელეფონო კომენტარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები