LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – ენგურჰესი იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყნის ენერგეტიკის განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით განვითარება შეგვიძლია

115
ლევან

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ენგურჰესის 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

ლევან დავითაშვილმა ენგურჰესის, როგორც ქვეყნისთვის ათწლეულების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ენერგოობიექტის და საქართველოში ენერგეტიკის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ენერგეტიკულის გარდა, ენგურჰესი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტიცაა, რადგან ის ერთ-ერთი იშვიათი ძაფია  ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებთან წარმატებული თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ენგურჰესი ქვეყნის გენერაციის 1/3-ზე მეტს წარმოადგენს და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემის სტაბილურობისთვის. ასევე, ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ახალი პროექტების განხორციელების აუცილებლობას.

„ენგურჰესი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურების შენება-მართვა და ქვეყნის ენერგეტიკის განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით განვითარება შეგვიძლია. საქართველოს ამ კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ვიყენებთ. თუმცა დღეს ჩვენთვის ენერგეტიკა პრიორიტეტული დარგია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჯერ კიდევ შარშან გამოცხადდა, რომ ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში. მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამინისტროც ენერგოპროექტების, ასევე, კერძო საშუალო და მცირე პროექტების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ენგურჰესის 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საპატიო ენგურჰესელები“ – სხვადასხვა პროფესიის ის ადამიანები დააჯილდოვეს, ვინც ჰესის ფუნქციონირებას 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა. ამასთან, გაიმართა თომა ჩაგელიშვილის მიერ ენგურჰესის ისტორიისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები