LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კალაძე ჟურნალისტს – „თავხედო ნაძირალა, უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის, უზრდელო თავხედო შენ“

439
კახა კალაძე

„ოჯახში ზრდილობა არ გასწავლეს? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა“, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს კითხვაზე, თუ „რატომ არ ერიდება, ასე უტიფრად რომ იტყუება“.

„ბატონო კახა კი არა, მოიკითხე-მეთქი ოჯახში, უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ, უზრდელო შენ, შენ ხარ თავხედი, უზრდელი.

შეურაცხყოფა არ არის, უტიფარს რომ გიწოდებს? უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის, უზრდელო, თავხედო შენ, წადი სახლში ახლა, თავხედო“, – მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები