LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპოზიციის ბოიკოტს იმას ვამსგავსებ, ვახტანგ მეგრელიშვილი მოწევას რომ თავს ანებებს და როგორც წესი, ეს სულ რამდენიმე კვირა გრძელდება, შემდეგ იგივე იწყება“- იაგო ხვიჩია ბოიკოტზე

314
იაგო ხვიჩია

ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადონ, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ეხმაურება.

ანა ნაცვლიშვილი: „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმში გადადის“

მისი თქმით ბოიკოტის რეჟიმი სულ რამდენიმე კვირა გაგრძელდება, ოპოზიციონერი კოლეგები მოიწყენენ და კვლავ პარლამენტში შევლენ.

„ოპოზიციის ბოიკოტს იმას ვამსგავსებ, ვახტანგ მეგრელიშვილი მოწევას რომ თავს ანებებს და როგორც წესი, ეს სულ რამდენიმე კვირა გრძელდება, შემდეგ იგივე იწყება. ჩვენი კოლეგებიც ასე არიან.

ცოტა ხანში მოწყენას დაიწყებენ, გართობა მოუნდებათ და პარლამენტში შემოვლენ, რადგან ეს ბოიკოტი არ არის. ეს არ არის დიდი პოლიტიკური აქტი, ამას „ნაცების” ორკვირიან ბოიკოტს ვერ დავარქმევ“ – აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმში გადადის – ამის შესახებ გუშინ, პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში დამარცხებულია და ის გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან“.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები