LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა,მე მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი”- ნინო წილოსანი

1020
ნინო წილოსანი თინა ბოკუჩავა

„თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა. მე მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი” – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ვიდეო: სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დეპუტატებს შორის – „გამჭვირვალობის“კანონპროექტის განხილვა ხმაური ფონზე მიმდინარეობს

„თინა ბოკუჩავა, როგორც თავისი მოძალადე პარტიის ნათელი მაგალითი – მარიამ ლაშხზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ამ ალქაჯმა, ჩვეულებრივი ქალი ალქაჯი.

მე მოვითხოვ, რომ ამ ადამიანმა, ადამიანსაც ვერ ვუწოდებ – ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი. წარმოუდგენელია ასეთი ძალადობა”- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ლევან ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ლევან ხაბეიშვილი: „დიტო სამხარაძის, აი, ის ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, ფაქტობრივად, ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავ-პირის ლეწვა“

პოპულარულები