LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!” – ლევან ხაბეიშვილი

132
ლევან ხაბეიშვილი

თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!, – წერს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით.

“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, ლეწავენ, ფსიქიკას უნადგურებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები ვისთვის გინდათ კანონი, ხელისუფლება და საერთოდ, რაში გჭირდებათ რამე, თუ ყველა გაანადგურეთ?!

უმძიმეს დანაშაულს აწერთ ხელს, ერთმანეთს “ჩათებში” ამხნევებთ, სისულელეებს აჯერებთ და არ იაზრებთ იმ ადამიანურ, თუ სამართლებრივ ფასს, რომლის გადახდაც, აუცილებლად მოგიწევთ.

წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ. სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით.

არა რუსულ კანონს! კი ევროპას!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები