LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკადრისი პასუხი ვერ მიიღო, მე ასე ვფიქრობ” – ნოდარ ტურძელაძე ალეკო ელისაშვილზე

163
ნოდარ ტურძელაძე ალეკო ელისაშვილი ჩხუბი პარლამენტში

მმართველი გუნდის წევრი, ნოდარ ტურძელაძე ტელეკომპანია „პირველთან” ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ შესაბამისი რეაქცია იყო, თუმცა გუშინდელ ქმედებაზე “მოქალაქეების” ლიდერმა „საკადრისი პასუხი ვერ მიიღო”.

„მაქსიმალურად ვიკავებ ხოლმე თავს შეურაცხყოფებთან დაკავშირებით, რაც გამოითქმის ჩვენი მისამართით, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან, მაგრამ, გუშინ რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, ასეთი ფაქტი მე არ მახსენდება, მგონი, საერთოდ არ ყოფილა ამ პარლამენტში. შესაბამისი იყო ის რეაქცია, რაც მიიღო ჩვენი გუნდისგან. საკადრისი პასუხი ვერ მიიღო, მე ასე ვფიქრობ”. – განაცხადა ტურძელაძემ „ტვ პირველთან”.

მთელი დღის განმავლობაში ელისაშვილი იჯდა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, უყურებდა ილია ჭავჭავაძის სურათს და ხმა – კრინტი არ დაუძრავს.. ამ ფაქტმა მასში ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია – დავით მათიკაშვილი

თუ ერთი ადგილი გაქვს, პირდაპირ მიდი – ის კაცუნაა.. კინტოს იარლიყი მთელი ცხოვრება ექნება – ზარქუა ელისაშვილზე

შეგახსენებთ გუშინ პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენდა, ხელი გაარტყა.

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

„ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის.. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა“- მდინარაძე ალეკო ელისაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები