LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, ან მე შევაკვდები ან მოვკლავ ვინმეს”

356

ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში მცხოვრები ოლია თოდუა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი 150 წლის მაგნოლიას გაყიდვაზე უარს ამბობს. მისი თქმით, ბოლო დროს მისთვის უცნობი ადამიანები ხშირად სტუმრობენ და ხის წაღების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობენ. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. 94 წლის მარტოხელა ოლია თოდუას განცხადებას სოციალურ ქსელშიც გამოხმაურება მოჰყვა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1906739119351400&set=a.100904813268182.1966.100000459921853&type=3&theater

 

„სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, ან მე შევაკვდები ან მოვკლავ ვინმეს…მილიონი რომ მომცენ, ამ ხეს მაინც არ გავყიდი. ყოველი სტუმარი, რომელიც ჩემს ეზოში შემოდის, ამ ხის წამღები მგონია, მკლავენ ნერვიულობით…”

ეზო, სადაც მთელი ცხოვრება ოჯახთან ერთად გაატარა და მაგნოლიის ხე დგას, მამამისისთვის დავით დადიანს უჩუქნია. ამბობს, რომ მამამისი დაოჯახებამდე სამეგრელოს მთავართან მსახურობდა და ცხოვრობდა. მაგნოლიას ფესვები თითქმის მთელ ეზოში აქვს გადგმული, ისინი ოდა სახლის ქვეშ და დამხმარე ნაგებობებშიც აღწევენ. 94 წლის მარტოხელა ქალს გადადგილება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ყოველდღე გადის ეზოში, რათა დარწმუნდეს, რომ ხე ისევ ადგილზეა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები