LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ ფსევდოპატრიოტებს მივმართავ!გელოდებით იარაღით ხელში, გადავიდეთ და ავიღოთ სოხუმი” – ზვიად სიჭინავა “ქართული მარშის” წევრებს მიმართავს

74

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა “ქართულ მარშს” 4 ნოემბერს აფხაზეთში იარაღით შესვლისკენ მოუწოდებს.ამის შესახებ განცხადება სიჭინავამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა. ზვიად სიჭინავა “ქართული მარშის” წარმოამდგენლებს ფსევდო  პატრიოტებს უწოდებს. ფეხბურთელ გურამ კაშიას მიერ LGBT თემის მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთების გამო გამოწვეულ აჟიოტაჟზე კომენტარისას , სიჭინავამ განაცხადა, რომ  გურამ კაშია არის პროფესიონალი, რომელმაც დადგენილი სტანდარტებით იმოქმედა.

“მოდით, ჩვენ დავამტკიცოთ ის ვაჟკაცობა და ის პატრიოტიზმი, 4 ნოემბერს, 4 საათზე, რუხის ხიდთან, მე გელოდებით იარაღით ხელში, გადავიდეთ და ავიღოთ სოხუმი. მე იარაღით ხელში დაგიდგებით და გადავიდეთ”

https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=0mxHDFeNXLY

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები