LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პირველივე დანახვაზე მომეწონა, ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო ვინც კი შემხვედრია” – გურამ კაშია და მისი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საუბრობენ

3625
befunky-collage-2024-04-03t234511.184-2024-04-03_23-45-29_594360

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია ოჯახთან ერთად ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარი იყო.

ნანუკამ არქივის კადრები გაგვიზიარა, სადაც გურამი და მისი მეუღლე, თამთა გიგაშვილი ერთმანეთის შესახებ საუბრობენ.

როგორც კაპიტანი იხსენებს, თამთა პირველი დანახვისთანავე მოეწონა.

,,პირველივე დანახვაზე ვიგრძენი, რომ ძალიან მომეწონა, ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო ვინც კი შემხვედრია. ვეცადე რომ ურთიერთობაში შევსულიყავი და გამომივიდა. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის და პირად სივრცეს პატივს ვცემთ. ვეხმარებით ერთმანეთს.”, – საუბრობს გურამი.

თამთას თქმით, მეუღლესთან თავს ძალიან თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს.

,,მასთან ძალიან თავისუფლად და კომფორტულად ვიყავი. არ მახსოვს რომ რაიმეზე სერიოზულად გვეკამათოს, ყველაფერზე ვთანხმდებით და სრული თავისუფლება გვაქვს ერთმანეთში”, – საუბრობს თამთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები