LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ქვეყანას მოუწევს ექიმების გარეშე დარჩენა“ – ირაკლი თოდუა მასმედიას აკრიტიკებს

78

მედიცინის დოქტორი, გინეკოლოგი ირაკლი თოდუამ სოციალურ ქსელში ექიმების გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება. ამჯერად საქმე ეხება „ალიას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც გინეკოლოგს, ვადიმ ხატიაშვილს პაციენტის სიკვდილში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ სილამაზის სალონის „კარინას“ მფლობელის ქალიშვილი „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 53 წლის დედა ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა.

„კიდევ ერთხელ აჩვენა მასმედიამ , რამდენად უმწიფარია და ამორალური. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი დაუცველია ექიმის პოზიცია ამ ისტერიულ და ეგზალტირებულ გარემოში. კანონი არ იცავს მას, როგორც მოქალაქეს ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან. თუ ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანას მოუწევს ექიმების გარეშე დარჩენა. მე, პირადად, სერიოზულად დავფიქრდი, შეიძლება თუ არა საქართველოში გავაგრძელო ჩემი საქმიანობა“, – წერს ირაკლი თოდუა „ფეისბუქზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები