LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

amfAR-ის საქველქმოქმედო გალავახშამი და თვალისმომჭრელი ლამაზმანები

143

ტრადიციულად, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დაწყების წინ, ფონდი amfAR გალა-ვახშამს და აუქციონს მართავს. შემოსული თანხა კი აივ-ინფექციასთან ბრძოლას ხმარდება. 8 თებერვალს რესტორანმა Cipriani Wall Street მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა. მასში ცნობილი სუპერმოდელები, დიზიანერები, მსახიობები და მუსიკოსები შეიკრიბნენ, რომლებსაც ფონდში საკუთარი წვლილი უკვე წლებია შეაქვთ.

საღამოს განსაკუთრებული სტუმრები მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი და დიზაინერი დონატელა ვერსაჩე გახდნენ, რომლებიც ფონდთან წლებია თანამშრომლობდნენ. საღამოს მუსიკალურად მომღერალი ელი გოლდინგი აფორმებდა.

სტუმრებს შორის იყვნენ: ნაომი ქემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა, ჰაიდი კლუმი, ბარბარა პალვინი და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები