LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში 20 მლნ დაიხარჯება

172

ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტს “აზიის განვითარების ბანკი” აფინანსებს. მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და წელს დასრულდება.

ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე 50-მდე ადგილობრივი მუშაობს. ანაკლიაში წყალარინების სისტემა ათწლეულების განმავლობაში გაუმართავი და ამორტიზებული იყო. ახალი გამწმენდი ნაგებობა 1 000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს და ათასობით ტურისტს მოემსახურება.

 

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ანაკლიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. ზურაბ ალავიძესთან ერთად სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მისმა მოადგილემ დავითკოდუამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები