LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია გველესიანმა შეყვარებულს კლიპში ხელი სთხოვა (ვიდეო)

100

ანდრია გველესიანმა მაყურებელს ახალი კლიპი შესთავაზა, რომლის პრემიერაც „პრიამშოუში“ შედგა. სიმღერის სახელწოდებაა „თოლია“.

ვიდეორგოლის გადაღებისას მომღერალმა და მსახიობმა თავის შეყვარებულს, ასევე მსახიობ მაიკო ვაწაძეს სიუპრიზი გაუკეთა და ხელი სთხოვა. ეს მომენტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა და ვიდეოკლიპშიც მოხვდა.

ანდრიასა და მაიკოს დანიშვნას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ულოცავს. მილოცვებს ჩვენც ვუერთდებით.

ანდრიამ ახლახან შემდეგი სახის სტატუსი დაწერა სოციალურ ქსელში:

„და აი, დაპირებული კლიპიც , რიგით მეორე, ჩემს საავტორო სიმღერაზე „თოლია“ <3

მოვიარეთ თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო , გადავედით შემოდგომის საქართველოდან სვანეთის თოვლიან მაღალმთიანეთში და ეს ყველაფერი სულ რაღაც 5 დღეში , რა თქმა უნდა რთული გადაღების რეჟიმი გვქონდა და გადაღების დასასრულს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა ჩემს გოგოს, რომ მე მას ხელს ვთხოვდი…

და დიახ, მე მას ხელი ვთხოვე და აი, ასე დაიწერა ჩვენი ისტორია…..

ჩვენი სიყვარულის ისტორია … <3

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გადამღებ ჯგუფს ადამიანებს რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან – რეჟისორი – გიორგი სუქნიძე ” სუქნო”

რეჟისორის ასისტენტი – ანა ბახტაძე

ოპერატორი – ზუკა დადაჰავა , ნიკო გაგლოშვილი

ყველაფერშიკი – მერაბ ხარაზიშვილი

მონტაჟი – მახო სიჭინავა

მონაწილეებს – მაიკო ვაწაძე , გიორგი ცხადაძე , სალომე ლემონჯავა

სიმღერის და იდეის ავტორი – ანდრია გველესიანი“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები