LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანი თეატრში ცუდ მდგომარეობაში არ გვინახავს“ – რას ჰყვება ანი მურადელის შესახებ მისი კოლეგა

404

ბალერინა ანი მურადელის ტრაგედიამ საქართველო შეძრა. მოცეკვავეს ფეხის ტრავმის გამო წამყვან პარტიებზე მოუწია უარის თქმა, ასევე პირად ცხოვრებასა და ალკოჰოლთან დაკავშირებითაც შეექმნა პრობლემები… რამდენიმე დღის წინ ბალერინამ დედა იმსხვერპლა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმისგან გარდაიცვალა…

Fortuna.ge მის კოლეგას დაუკავშირდა, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ცეკვავდა.

შორენა ხაინდრავა:

ჩვენ კოლეგები ვართ. ანიზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ძალიან მოსიყვარულე და კეთილი ადამიანია. რაიმე პრობლემა თუ იყო, ჩვენ არ ვიცოდით და არ ეტყობოდა სამსახურში. იყო რამდენიმე პარტია, რომელსაც ერთ დღეს მე ვცეკვავდი, ერთ დღეს – ანა. სულ მოდიოდა, მეხმარებოდა, შენიშვნებს მაძლევდა.

შორენა ხაინდრავა
შორენა ხაინდრავა

ანუ თეატრში არ იცოდით მისი პრობლემების შესახებ?

ალბათ, მისი პრობლემების შესახებ მხოლოდ ძალიან ვიწრო და ახლო წრემ იცოდა, ვისთანაც ამას ამხელდა. თეატრში ცუდ მდგომარეობაში ანი ჩვენ არ გვინახავს. ალბათ, იცით, როგორი დატვირთული რეჟიმი გვაქვს ბალერინებს, დღეში ექვს საათს ვვარჯიშობთ. ამ საათებს ერთად ვატარებდით და არაფერი შეგვიტყვია.

როცა მან ფეხზე ტრავმა მიიღო, როგორ მდგომარეობაში იყო ფსიქოლოგიურად?

დღეს მე გელაპარაკებით და ხუთ წუთში შეიძლება, მეც მივიღო ტრავმა. ასეთია ჩვენი ცხოვრება. ბალერინები ვართ, ისევე, როგორც სპორტსმენები, ტრავმებს ვიღებთ. ერთ დღეს ცუდად ახტა, დახტა, გადაუბრუნდა ფეხი და დასჭირდა ოპერაციის გაკეთება. სამი წლის განმავლობაში პაუზა ჰქონდა, რაც ცოტა არ არის. როცა სულ 20-წლიანი კარიერა გაქვს, 3 წელი ძალიან ბევრია. ფსიქოლოგიურად დიდი ტრავმა მიიღო. სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება შეძლო. მართალია, პირველი ხარისხის პარტიებს ვეღარ ცეკვავდა, მაგრამ ჰქონდა მეორეხარისხოვანი პარტიები. მის დაბრუნებაში მთლიანად დასმა და ქალბატონმა ნინო ანანიაშვილმა დიდი წვლილი შეიტანეს. ყველა ვეხმარებოდით…

ბოლო დროს რა მდგომარეობაში იყო?

ამ შაბათ-კვირას, 13 და 14 მაისს იცეკვა, მანამდე იყო ერთთვიანი რეპეტიციები. დილის ათი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ერთად ვიყავით. ჩვენთან ერთად ემზადებოდა და ვარჯიშობდა…

ალბათ, თქვენთვის შოკი იყო ამ ამბის გაგება…

სიტყვებით ვერ აგიწერთ, რა რეაქცია გვქონდა და გვაქვს. მთელი დასისთვის ძალიან მოულოდნელი ამბავი იყო. ვერ აგიხსნით, რა სიტუაციაა…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები