LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი Ralph&Russo-ს ელეგანტურ და სექსუალურ შავ კაბაში (ფოტო)

63

ანჯელინა ჯოლი ბოლო დროს თითქმის ყოველ დღე ხვდება პაპარაცების ობიექტივში. მსახიობი და რეჟისორი აქტიურად აპიარებს ახალ ფილმს First They Killed My Father, რომელიც წელს „ოქროს გლობუსზეა“ წარდგენილი. ამჯერად 42 წლის ვარსკვლავ ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში გადაიღეს, სადაც მსახიობი შვილებთან ერთად გაეროს კორესპონდენტთა ასოციაციის დაჯილდოვებას დაესწრო. ენჯი ბრწყინავდა Ralph&Russo-ს შავ კლასიკურ კაბაში, რომელიც გრძელ ხელთათმანთან ჰქონდა შეხამებული.

black tie-ის ფორმატის დრესკოდით ანჯელინამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალბატონია. ცერემონიაზე მან „2017 წლის გლობალური მოქალაქის“ პრიზი მიიღო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები