LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად შოპინგისას გადაიღეს

68

ბოლო დროს, ანჯელინა ჯოლი სულ უფრო ხშირად ჩნდება წამყვანი გამოცემების გარეკანზე. ამჯერადაც ასე მოხდა: ჯოლი სამ შვილთან ერთად ლოს-ანჯელესში, საყიდლებზე გადაიღეს.

42 წლის ვარსკვლავს ტრადიციულად შავი ფერის კაბა ეცვა, კაბის ქვეშ კი არ ეცვა ბიუსჰალტერი, რაც სექსუალურობას მატებდა. ჯოლის ზემოდან ნაცრისფერი მოსასხამი ჰქონდა მოფარებული, ფეხზე კი გლადიატორის სტილის ღია სანდლები ეცვა.  ანჯელინას ხელში ყავა ეჭირა. ის მთელი გზა ბავშვებს ელაპარაკებოდა და ბევრს იცინოდა.

მსახიობი შვილებთან ერთად სათამაშოების მაღაზიიდან მოდიოდა, რაც მათი ნავაჭრიდანაც ჩანდა: შაილოს დიდი ზომის ყუთი ეჭირა, ვივიენს რბილი სათამაშო, ზაჰარამ კი როგორც ჩანს, არაფრის ყიდვა არ მოისურვა.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა მეუღლეს, ბრედ პიტს გასული წლის სექტემბერში დაშორდა. განქორწინება საკმაოდ სკანდალური და ხმაურიანი იყო, თუმცა ამჯერად ისინი ცივილურ ურთიერთობებს ინარჩუნებენ და ექვს შვილზე ერთად ზრუნავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები