LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი სურსათის საყიდლად თავად დადის

57

როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტის გარეშე საშინაო საქმეებს არაჩვეულებრივად ართმევს თავს. პაპარაცებმა ვარსკვლავი სუპერმარკეტში შოპინგის დროს დააფიქსირეს. მსახიობის კალათში ჯანსაღი საკვები ადვილად შესამჩნევი იყო. თანხის გადახდის შემდეგ ჯოლიმ სურსათი დამხმარესთან ერთად მანქანამდე მიიტანა.

ანჯელინა შეუდარებლად გამოიყურებოდა, მას შავი კაბა და ღია ფეხსაცმელი ეცვა. მსახიობი მუდმივად იღიმოდა და ბედნიერებისგან ბრწყინავდა.

შეგახსენებთ, რომ ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს 2016 წლის სექტემბერში დაშორდნენ. მსახიობმა არაერთხელ აღიარა, რომ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ ის უფრო ძლიერი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები