LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ ნამიბიაში მშობიარობა გაიხსენა

350

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის პირველი ბიოლოგიური შვილი, შაილო, ყველასთვის გასაკვირად, არა აშშ-ს პრესტიჟულ კლინიკაში, არამედ – ნამიბიის ერთ-ერთ სამშობიაროში დაიბადა. მას შემდეგ უკვე 10 წელი გავიდა, მაგრამ ანჯელინას ყველა დეტალი ახსოვს და მოგონებებს თაყვანისმცემლებსაც უზიარებს.

მსახიობის თქმით, მისმა მშობიარობამ უპრობლემოდ ჩაიარა, თუმცა ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

„სამშობიაროს ფასიან განყოფილებაში მომათავსეს. აღმოჩნდა, რომ საკეისრო კვეთა იყო საჭირო და ეს გავიგე მხოლოდ იმისი წყალობით, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობისგან განსხვავებით, მქონდა ფული, რათა ექოსკოპია გამეკეთებინა. ვიპოვე კლინიკა, რომელიც ნამიბიაში კარგ სამედიცინო დაწესებულებად მიიჩნევა, თუმცა არ ჰქონდათ ექოსკოპიის აპარატი,“ – ამბობს ჯოლი.

მისივე თქმით, კლინიკას რომ ჰქონოდა ულტრაბგერითი კვლევის საშუალება,მეტი ჯანმრთელი ბავშვი დაიბადებოდა და რისკების უმეტესობა თავიდან იქნებოდა არიდებული.

20160619_angelina_3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები