LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ემოციური გამოსვლა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად

65

20 ივნისს, კენიაში დევნილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ანჯელინა ჯოლიმ, რომელიც იქ რამდენიმე დღის წინ შვილებთან ერთად ჩავიდა, ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

ვარსკვლავი ემოციური სიტყვით გამოვიდა, რომლის დროსაც ის რამდენიმე მტკივნეულ თემას შეეხო, მათ შორის სამხედროების მხრიდან მუდმივ სექსუალურ ძალადობას.

„ძალადობის სიმწვავე მხოლოდ მაშინ შენელდება, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს დასაცავად ნაბიჯს გადადგამს! ეს კი უმეტესწილად, მათი პასუხისმგებლობაა, ვისაც სამხედრო ფორმა აცვია. სიტუაცია შიგნიდან უნდა გამოსწორდეს, რათა სხვებს მაგალითი მივცეთ“, – განაცხადა ჯოლიმ.

ღონისძიების დაწყებამდე ის კონგოდან,სომალიდან და რუანდადან დევნილ აფრიკელ გოგონებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მსახიობმა აღნიშნა, რომ გაერო მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები