LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ემოციური წერილი  სექსუალურ ძალადობასა და მონობაზე

48

ბოლო პერიოდში ანჯელინა ჯოლი საჯარო გამოსვლებში ქალების უფლებების თემას განსაკუთრებულ ადგილს უთმობს. ამჯერად ოსკაროსანი მსახიობი ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად Guardian-ისთვის სპეციალურ წერილს აქვეყნებს:

„მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ძალადობა ისჯება კანონით, ეს პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, სადაც სამხედრო კონფლიქტია, დაწყებული მიანმარიდან დასრულებული უკრაინამდე. ესაა ჯგუფური გაუპატიურებები, მონობა, რასობრივი დისკრიმინაცია და ტერორიზმი. ქალების სიცოცხლე სამხედრო კონფლიქტების ზონაში ჯარისკაცების სიცოცხლეზე უფრო სახიფათოა“,  -ნათქვამია განცხადებაში.

ჯოლი მიიჩნევს, რომ ნატოს უდიდესი როლი აქვს ამ პრობლემის დარეგულირების საკითხში და ქმედითი ნაბიჯერი დროულად უნდა გადაიდგას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Hollywood Reporter-ის მიერ ორგანიზებულ სადილზე მსახიობმა ასევე ქალების წინააღმდეგ სექსულაურ ძალადობაზე ისაუბრა. ამავე თემაზე გაამახვილა აქცენტი ჯოლი გაეროში გამოსვლისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები