LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძე: „რატომ გაგიკვირდათ ჩემი ტელეწამყვანობა“?!.

61

„იმედზე“ მალე ახალი თოქშოუ დაიწყება, რომელსაც ნოე სულაბერიძე ამზადებს. ის ამ პროექტის პროდიუსერიც იქნება და წამყვანიც, მასთან ერთად გადაცემას გაუძღვებიან ნინი ბადურაშვილი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა და ანრი ჯოხაძე.

ნოეს მეტი დეტალის გასაგებად დავუკავშირდით, მაგრამ პროდიუსერმა გადაცემის ფორმატის და სხვა საკითხების შესახებ საუბარი ჯერჯერობით არ ისურვა, თუმცა დაგვიდასტურა, რომ გადაცემა აპრილში დაიწყება.

რაც შეეხება ანრი ჯოხაძეს, მას ვკითხეთ, როგორ ემზადება ტელეწამყვანობისთვის, რაზეც ასე გვიპასუხა:

ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს გეტყვით. ამ პროექტზე ნოემ უნდა ისაუბროს, არაფერს ვადასტურებ.

ტელეწამყვანი რომ ხდები, არ ღელავ?

მე ტელეწამყვანი ყოველთვის ვიყავი!..

მართლა?..

რატომ გაგიკვირდათ ჩემი ტელეწამყვანობა? რომელ ტელეეთერშიც არ გამოვჩენილვარ, სულ წამყვანი არ ვარ? (იღიმის).

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები