LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ იმუშაოთ ბევრი, თუ გინდათ, რომ პროდუქტიული იყოთ

142

ადამიანი, შესაძლოა, ძალიან დაკავებული და საქმიანია და ამის მიუხედავად, სრულიად არაპროდუქტიული. ხშირად, ნაკლები მუშაობის შემთხვევაში უკეთესი შედეგი გვაქვს ხოლმე, ვიდრე ხანგრძლივი სამუშაო დღის ბოლოს.

სპეციალისტები გვთავაზობენ რჩევებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენოთ სამუშაო დრო.

  1. არ შეასრულოთ ზეგანაკვეთური სამუშაო.

1926 წელს ჰენრი ფორდმა, რომელმაც  Ford Motor Company დააარსა, ჩაატარა ექსპერიმენტები და საინტერესო შედეგები მიიღო – როდესაც სამუშაო დროს 10 საათიდან 8 საათამდე შეამცირებთ, კვირაში კი 6-ის ნაცვლად 5 დღეს იმუშავებთ, თქვენი პროდუქტიულობა გაიზრდება. რაც მეტს მუშაობთ, პროდუქტიულობა იკლებს. ადამიანს სჭირდება მეტი ძილი და დასვენება, რომ სამსახურში შესრულებული საქმის შედეგებით თავადაც და მისი ხელმძღვანელიც კმაყოფილი იყვნენ.

2. ხშირად არ თქვათ „დიახ“

პარეტოს პრინციპის იხედვით, გამოყენებული ძალისხმევის 20%-ს მოაქვს შედეგების 80%, დანარჩენ 80%-ს კი – მხოლოდ 20%. იმის ნაცვლად, რომ დიდ ხანს ვიმუშაოთ, უნდა მოვახერხოთ ფოკუსირება იმ ძალისხმევაზე, რომელიც შედეგების 80%-ს მოგვიტანს.არ უნდა ვთქვათ „დიახ“ ისეთ დავალებებზე, რომელიც მოგვიტანს ძალიან დაბალ შედეგს.

3.    შეეშვით ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას და მიეცით საშუალება სხვებს, დაგეხმარონ.

გუნდური მუშაობა ყველასთვის აუცილებელი პრინციპია. საჭიროა გავიაზროთ, რომ როდესაც დახმარება გვჭირდება, ამისი მიღების საშუალება გვაქვს. არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ ჩვენ ვაკეთოთ. უმჯობესია, ყველაზე მნიშვნელოვან დავალებებზე მოვახდინოთ კონცენტრირება, დანარჩენში კი სხვებს ვთხოვოთ დახმარება.

4.    ნუ ეცდებით, იყოთ პერფექციონისტი

პერფექციონიზმი ადამიანის პროდუქტიულობას ძალიან უშლის ხელს.

პერფექციონისტები უფრო მეტ დროს ანდომებენ დავალების შესრულებას, ვიდრე საჭიროა; ისინი მუდმივად აჭიანურებენ საქმეს და ელოდებიან უკეთეს მომენტს, საქმის დროს კი როდესაც უკეთესი დრო დგება, უკვე დაგვიანებულია. ამასთან, პერფექციონისტები ვერ ამჩნევენ დიდ სურათს მანამ, სანამ დეტალებზე არიან ორიენტირებულები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები