LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მოგვწამლონ: პერუელებს არგენტინაში თავისი წყალი მიაქვთ

63

პერუს ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩზე სასმელი წყლის საკუთარი მარაგით გაემგზავრა. ასეთი გადაწყვეტილება გუნდის მენეჯერებმა მიიღეს – მათ ეშინიათ, რომ მოთამაშეებს უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ… მოწამლავენ.

პერუს ნაკრები პირდაპირ კონკურენტს ხვდება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

საკვალიფიკაციოს დასრულებამდე ორი ტურით ადრე, პერუ და არგენტინა მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრის საშუალებას იძლევა. ხოლო გუნდი, რომელიც მეხუთე ადგილზე გავა, საკონტინენტთაშორისო პლეი ოფს ითამაშებს ოკეანეთის საუკეთესო გუნდთან – ახალ ზელანდიასთან.

16 ტურის შემდეგ, გუნდებს 24-24 ქულა აქვთ. პერუ გათამაშების ცხრილში უფრო მაღლაა მეტი მოგების გამო. არგენტინისა და პერუს მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები