LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიცოდი, რომ ბათუმის მერობის კანდიდატად რეგისტარციის პროცედურები 25 აგვისტოს დასრულდა – კახა ცისკარიძე

183

მომღერალ კახაბერ ცისკარიძის განცხადებით, არ იცოდა, რომ ბათუმის მერობის კანდიდატად რეგისტარციის პროცედურები 25 აგვისტოს დასრულდა.

როგორც ცისკარიძემ განაცხადა, ახლა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ კვალიფიციურ სუბიექტთან, რომელსაც ბათუმის 79-ე ოლქში შესაბამისი პროცედურები უკვე გავლილი აქვს.

კახაბერ ცისკარიძე არ აკონკრეტებს, ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ადასტურებს, რომ ეს არ არის „ქართული ოცნება“.

არ ვიცოდი, რომ 25 აგვისტომდე სრულდებოდა რეგისტრაციის პროცედურები. მქონდა ინფორმაცია, რომ კიდევ 1 კვირა იყო დარჩენილი ამისთვის. ერთადერთი გზა არის დარჩენილი, რომ სხვა რეგისტრირებული სუბიექტის კანდიდატი ვიყო“, –  განაცხადა კახაბერ ცისკარიძემ.

მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ ბათუმის მერად კენჭისყრის გადაწყვეტილების შესახებ დღეს ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები