LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბული EMAAR Properties საქართველოსთან თანამშრომლობას განიხილავს

98

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საემიროების უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ჯგუფთან – EMAAR Properties თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გაერთიანება წარმოადგენს 6 სეგმენტში მომუშავე 60 კომპანიას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საქმიანობენ. ამ ჯგუფის პროექტია ყველაზე მაღალი შენობა – ბურჯ ხალიფა, რომელიც ქალაქ დუბაიში მდებარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა EMAAR Properties-ის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო, აგრეთვე ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორსა და სასტუმრო ინდუსტრიის მიმზიდველობაზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია – 2017 წელს საქართველომ 23 პროცენტით მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, ხოლო შემოსავალმა 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შეადგინა. არაბული კომპანიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს საკურორტო ზონებში უძრავი ქონების პროექტებმა და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობებმა, ასევე მთავრობის მხრიდან რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის მექანიზმებმა. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და საემიროების ერთ-ერთ უმსხვილეს უძრავი ქონების კომპანიასთან სამომავლოდ გაგრძელდება“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა EMAAR Properties-ის სტენდი დაათვალიერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები