LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასტერილური იარაღები: საფრთხე სტომატოლოგიურ კლინიკებში

544

სტომატოლოგიურ დაწესებულებებში სტერილიზაციის ნორმები დარღვეულია. ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს 21 სტომატოლოგიური დაწესებულება შეამოწმა, აქედან 9 კლინიკაში დეზინფექცია-სტერილიზაციის ნორმების დაუცველობა დაფიქსირდა. კლინიკებს ფინანსური ჯარიმა დაეკისრათ და მიეცათ ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად. დაწესებულება ფუნქციონირებას დარღვევის განმეორების შემთხვევაშიც კი არ წყვეტს.
რამდენად საკმარისია ადმინისტრაციული ჯარიმა, როცა საფრთხე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება – ”ფორტუნა” ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტს დაუკავშირდა.

”ფინანსური ჯარიმის გარდა სამინისტროს სხვა უფლებამოსილება არ გააჩნია. ამბულატორიული ტიპის დაწესებულებაში, მათ შორის სტომატოლოგიაში არანაირი ლიცენზია ან ნებართვა არ გაიცემა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება” – განუცხადა ”ფორტუნას” დეპარტამენტის უფროსმა ტარიელ კაშიამ.

რა გვემუქრება არასტერილური სტომატოლოგიური იარაღებით

სტომატოლოგიურ კლინიკებში არასტერილური იარაღების გამოყენება პაციენტებში მძიმე დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს. როგორც ”ფორტუნას” ინფექციონისტმა თამარ გეგეშიძემ განუცხადა, დეზინფექციის ნორმების დაუცველობა ყველაზე კარგ შემთხვევაში სტაფილოკოკსა და სტეპტოკოკს იწვევს.

”არასტერილური იარაღები დიდი საფრთხის შემცველია. პაციენტი შესაძლოა B და C ჰეპატიტით ან შიდსით დაავადდეს. ეს არის მთავარი პრობლემა. ელიმინაციის პროგრამის პარალელურად, პრევენციაზე ზრუნვაც აუცილებელია” – აცხადებს თამარ გეგეშიძე.

”ფორტუნა” სტომატოლოგიურ კლინიკებსაც დაუკავშირდა, თუმცა არცერთმა მათგანმა დარღვევების შესახე ინფორმაცია არ დაადასტურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები